დიდი ფორმატის მაღაზიები
500–1,500 მ² ფართობის მაღაზიებში მომხმარებელს ბრენდებისა და სტილის მრავალფეროვანი არჩევანის დათვალიერება და მოსინჯვა შეუძლია.
EuroBrandევრობრენდი2013 წლიდან ევრობრენდი მომხმარებელს ცნობილი საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას Off-price ფორმატით სთავაზობს რეკომენდებულ საცალო ფასთან შედარებით 70%-მდე ფასდაკლებით.
ქალის, კაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. საერთაშორისო მომწოდებლებთან თანამშრომლობა და ასორტიმენტის მუდმივი განახლება ჩვენი საქმიანობის საფუძველია.
500–1,500 მ² ფართობის მაღაზიებში მომხმარებელს ბრენდებისა და სტილის მრავალფეროვანი არჩევანის დათვალიერება და მოსინჯვა შეუძლია.
კომპანიის განვითარებაზე 200 თანამშრომელი მუშაობს. ახალგაზრდა, ენერგიული და გამოცდილი პროფესიონალების გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს მომსახურებაზე, ასორტიმენტსა და ქსელის გამართულ მუშაობაზე.
უწყვეტი სწავლება და პროფესიული განვითარება ჩვენი გუნდის მართვის ნაწილია.
ჩვენი მიზანია ხარისხიანი ბრენდული პროდუქცია უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. Off-price მოდელი აერთიანებს ხელსაყრელ ფასებს, მრავალფეროვან ასორტიმენტსა და ახალი ნივთების აღმოჩენის შესაძლებლობას ყოველი ვიზიტისას.
უწყვეტი შესყიდვები და სწრაფი ბრუნვა მაღაზიებში ახალი პროდუქციის რეგულარულად შეტანის საშუალებას გვაძლევს.
ასორტიმენტის შერჩევისა და მომსახურების განვითარებაში მომხმარებლის ინტერესებსა და მოლოდინებს ვითვალისწინებთ.
ბრენდებსა და მომწოდებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა ჩვენი ქსელის სტაბილურ განვითარებას ემსახურება.